ქართული ხალხური ცეკვების სასწავლო DVD დისკი - ეს არის პირველი ვიდეო-პროექტი ქართული ხალხური ცეკვების შესასწავლად. გათვლილია ნებისმიერი ასაკის, სქესის, ეროვნების ადამიანებზე, სტუდენტებსა და მოსწავლეებზე, საქმიან ადამიანებსა თუ მექორწილეებზე… ვისაც სურვილი აქვს უმოკლეს დროში შეისწავლოს ხალხური ცეკვის ილეთები, პროფესიონალი მოცეკვავეებისგან. ასეთი ფორმატით წარმოდგენილი სასწავლო მასალა, იმითაც არის მოსახერხებელი, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია თვითონ დაგეგმოს პერსონალური ქართული ცეკვის გაკვეთილები, შეუზღუდავი ხანგრძლივობით, მისთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილზე!
პროფესიონალი პედაგოგების მიერ ჩატარებული ვიდეო-გაკვეთილები, გამარტივებული პროგრამა და ვიდეო გადაღების კარგი ხარისხი, ცეკვის შესწავლის გარნტირებულ შედეგს იძლევა ნებისმიერი ასაკის მოყვარულებისათვის.
დისკის აღნიშნული ვერსია ითვალისწინებს სამი ცეკვის შესწავლას: ცეკვა ქართული, აჭარული, მთიულური >>>